ვან გაალი: “ფიფა-ს მხოლოდ ფული აინტერესებს“
Aa
Aa

ვან გაალი: “ფიფა-ს მხოლოდ ფული აინტერესებს“

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ნიდერლანდები მასპინძელ კატარს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ლუის ვან გაალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ვან გაალმა?

„ვფიქრობ, ყოველთვის უნდა განვსაზღვროთ მიზანი და ისე ვიმოქმედოთ. თუ მე გეტყვით, რომ მერვედფინალი ან მეოთხედფინალი საკმარისი იქნება, არასწორი ვიქნები. საქმის კეთებისთვის სწორი გზა ნამდვილად არ არის. უნდა ფიქრობდე, რომ ჩემპიონი გახდები! მართალია მე არასდროს მითქვამს, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია.

სასაცილოა, რომ ფეხბურთს არასაფეხბურთო ქვეყანაში ვთამაშობთ. რას ამბობს ამაზე ფიფა? ისინი ფიქრობენ, რომ ფეხბურთს ავითარებენ. კატარი პატარაა ქვეყანაა და საფეხბურთო კულტურა აკლია. თუმცა დღეს ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.  ყველაფერი ფულს და კომერციულ მიზნებს ეხება. აი ეს აინტერესებს ფიფა-ს.“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები 4 ქულით ჯგუფის ლიდერია. ამავე რაოდენობის ქულა აქვს ეკვადორსაც, თუმცა მეორე ადგილზე იმყოფება. ნიდერლანდებისა და კატარის მომავალი დაპირისპირება 29 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“იაპონიასთან მოსაგებად გავალთ“ - ენრიკემ ჭორებს წერტილი დაუსვა
“იაპონიასთან მოსაგებად გავალთ“ - ენრიკემ ჭორებს წერტილი დაუსვა