გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

“განსხვავებულად არ ვემზადებით“ - საუთგეიტი უელსთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ინგლისი უელსს უპირისპირდება. მატჩის წინ, „სამი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა საუთგეიტმა?

„ეს ჰგავს ორ ქვეყანას, რომელთა საზღვრებიც ერთად არის. ეს დიდი სპორტული მეტოქეობაა. სტადიონზე ფანტასტიკური გარემო იქნება და მატჩს მოუთმენლად ველი. ჩვენ უბრალოდ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. მოწინააღმდეგეს ისეთი ტემპი უნდა შევთავაზოთ, რომ ვერ აგვყვნენ. დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება. მოტივაცია თამაშის მოგებაა.

ბეილის წინააღმდეგ თავის დაცვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პოზიციაზე ითამაშებს. მას ფანტასტიკური კარიერა აქვს. მას უდიდესი გამოცდილება აქვს და უელსის ნაკრებისთვის შეუცვლელი ფიგურაა. ზოგადად, უელსს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათთან თამაში ადვილი არასდროს არის, თუმცა განსხვავებულად არ ვემზადებით.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და უელსის ნაკრებების დაპირისპირება 29 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“იაპონიასთან მოსაგებად გავალთ“ - ენრიკემ ჭორებს წერტილი დაუსვა
“იაპონიასთან მოსაგებად გავალთ“ - ენრიკემ ჭორებს წერტილი დაუსვა