სერბეთის ფეხბურთელთა ნაკრები, ალეკსანდრ მიტროვიჩი
Aa
Aa

„რუსების მხარდაჭერას ვგრძნობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - მიტროვიჩი

სერბეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ალეკსანდრ მიტროვიჩმა კამერუნის ნაკრებთან მატჩის შემდეგ რუსი ქომაგების მხარდაჭერაზე ისაუბრა და მათ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

რა თქვა მიტროვიჩმა:

ჩვენ ნამდვილად მადლობლები ვართ ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთი დონის ტურნირებზე. ვიცით, რომ ისინი ჩვენს გვერდით არიან და ეს ძალიან გვეხმარება. მათ მხარდაჭერას თითოეული ფეხბურთელი გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ სერბეთისა და კამერუნის მატჩის მიმდინარეობისას, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გულშემატკივრებმა სერბეთისა და რუსეთის ერთობლივი დროშები გადმოფინეს, სადაც ამოტვიფრული წარწერა გვხვდებოდა: „ერთი ფერი, ერთი რწმენა“.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე მუნდიალზე რუსეთის ნაკრები უკრაინაში განხორციელებული მოქმედებების გამო მოიკვეთა და მათ, საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა გაურკვეველი ვადით აქვთ აკრძალული.

რაც შეეხება სერბეთს, ბალკანურმა ნაკრებმა პირველ ტურში ბრაზილიასთან შეხვედრა დათმო. მეორე ტურში კამერუნთან კასტელეტოს გოლით მარცხდებოდა, თუმცა პავლოვიჩის, მილინკოვიჩ-სავიჩისა და მიტროვიჩის გოლებით თამაშის სცენარი სრულიად შეცვალა. აბუბაქარის გოლით კამერუნმა სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა - 2:3. აბუბაქარის გოლიდან 3 წუთში ჩუპო მოტინგმა ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5-გოლიანი დრამა - განამ სამხრეთ კორეა მაინც დაამარცხა
5-გოლიანი დრამა - განამ სამხრეთ კორეა მაინც დაამარცხა