პირბადის გარეშე მყოფ ქომაგებს მალავენ - როგორ გადაიცემა მუნდიალი ჩინეთში
Aa
Aa

პირბადის გარეშე მყოფ ქომაგებს მალავენ - როგორ გადაიცემა მუნდიალი ჩინეთში

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია, კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებისას ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებს ახლო კადრით არ აჩენს. ამის მიზეზი ისაა, რომ ქომაგები პირბადის გარეშე იმყოფებიან, ჩინეთში კი კორონავირუსის წინააღმდეგ მკაცრი რეგულაციებია მიღებული და ლოქდაუნები, მასობრივი ტესტირებები და ჩაკეტილი საზღვრები კვლავინდებურად ძალაშია.

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩისას, როცა კამერაში ქომაგები ჩნდებიან, ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიას კადრი ფეხბურთელებზე, მთავარ მწვრთნელებზე ან მსაჯებზე გადააქვს. სხვა არხები, რომლებიც შეხვედრების ტრანსლაციებს ახორციელებენ, ასე არ იქცევიან, თუმცა მათი რეიტინგი ბევრად დაბალია. საინტერესოა, რომ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ქომაგებს მხოლოდ შორი კადრით აჩვენებს, რათა შეუძლებელი იყოს შემჩნევა, რომ პირბადე არ უკეთიათ.

ჩინურ სოციალურ ქსელში, Weibo-ში რამდენიმე კადრი გავრცელდა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ-ერთმა განაცხადა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატი დასტურია იმისა, რომ მსოფლიო ჩვეულებრივ ყოველდღიურობას დაუბრუნდა, ჩინეთს კი ეს რატომღაც არ ეხება. ახლახან, ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ღია წერილიც გაუგზავნეს, რომელშიც რეგულაციების მოხსნისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მუნდიალის 4 შეხვედრას ვიხილავთ. თბილისის დროით, 14:00-ზე კამერუნისა და სერბეთის ნაკრებების დაპირისპირებაა ჩანიშნული. შემდეგ მოედანზე სამხრეთ კორეისა და განას ნაკრებები გავლენ. 20:00-ზე ბრაზილია შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო დღე პორტუგალიისა და ურუგვაის ნაკრებების მატჩით დაიხურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე
„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე