ბილარდო: მესი ყველა სხვა ფეხბურთელს აღემატება
Aa
Aa

ბილარდო: მესი ყველა სხვა ფეხბურთელს აღემატება

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ბილარდომ, მისი თანამემამულე, ლიონელ მესი შეაქო და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ის კრიშტიანო რონალდოსაც შეადარა.

 "დღეს მესი ყველა სხვა ფეხბურთელზე გაცილებით ძლიერია. რაც შეეხება რონალდოს, მისი თამაშის სტილიც მომწონს. მას და მესის განსხვავებული სათამაშო სტილი გააჩნიათ. კრიშტიანო შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე გვევლინება, გააქვს გოლები ნებისმიერი წერტილიდან და გააჩნია ძალიან ძლიერი და კარგი დარტყმა. საუბარი კიდევ ერთ უდიდეს ვარსკვლავზეა. თუმცა, ვფიქრობ, რომ მესი უფრო მეტად თამაშობს მინდორზე გადამწყვეტ როლს, ვიდრე რონალდო" - განაცხადა ბილარდომ.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ბილარდოს ხელმძღვანელობით, არგენიტის ნაკრებმა 1986 წელს მუნდიალი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები