რობერტ ლევანდოვსკი, პიოტრ ზელინსკი, კატარი 2022
Aa
Aa

ნავსი გატეხა - ლევანდოვსკის გოლი და ემოციური აღნიშვნა მუნდიალზე

კატარი 2022-ის C ჯგუფის მეორე ტურში პოლონეთმა საუდის არაბეთი 2:0 დაამარცხა. საწყისი ორი ტურის შემდეგ პოლონეთის ნაკრების ანგარიშზე 4 ქულაა, პოლონელებს გოლი არ გაუშვიათ, პირველ ტურში მექსიკასთან 0:0 ითამაშეს.

პოლონეთი-საუდის არაბეთის მატჩში ანგარიში 39-ე წუთზე პიოტრ ზელინსკიმ გახსნა საგოლე გადაცემა რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა.

პირველი ტაიმის მიწურულს მთავარმა მსაჯმა პოლონეთის კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის ეპიზოდში ვოიცეხ შჩესნიმ ბრწყინვალედ იასპარეზა, მან პენალტი ალ დავარის აუღო, დამატებაზე მოჰამედ ალ ბრეიკმა ითამაშა, პოლონელმა მეკარემ ამ ეპიზოდშიც საოცარი რეაქცია აჩვენა.

79-ე წუთზე ალ მალკის გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მარცხენა ფეხით დაბალ კუთხეში არტყამდა, თუმცა სიზუსტე ოდნავ დააკლდა.

82-ე წუთზე ხსენებული ალ მალკი შეცდა და რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა თავდამსხმელმა აღნიშვნისას ცრემლები ვერ შეიკავა.

პირველ ტურში ცუდად ჩატარებული მატჩის შემდეგ „ბარსას“ ფორვარდმა თამაშის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა, საუდის არაბეთთან შეხვედრაში მის აქტივში საგოლე პასი და გოლია. 

90-ე წუთზე ლევანდოვსკის დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი ვერ გამოიყენა.

C ჯგუფში პოლონეთის ანგარიშზე 4 ქულაა, საუდის არაბეთის აქტივში  3 ქულაა, მექსიკა 1 ქულით მესამე პოზიციაზეა, არგენტინა 0 ქულით აუტსაიდერია. მეორე ტურის მეორე შეხვედრაში ლეო მესის არგენტინა მექსიკას შეხვდება, ეს მატჩი 26 ნოემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაიკ დინი: გაოგნებული ვარ, ეს პენალტი არ იყო, მსაჯს გამეორება უნდა ენახა
მაიკ დინი: გაოგნებული ვარ, ეს პენალტი არ იყო, მსაჯს გამეორება უნდა ენახა