„მალე მთელ ოჯახს გაგანადგურებთ“ - კონორი ხაბიბს ემუქრება
Aa Aa
24 ნოემბერი 2022  |  11:14

„მალე მთელ ოჯახს გაგანადგურებთ“ - კონორი ხაბიბს ემუქრება

UFC-ში, ორი წონითი კატეგორიის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში ხაბიბ ნურმაგომედოვი და მისი გუნდი, რომელშიც ახლანდელი ჩემპიონი ისლამ მახაჩევიც შედის, კიდევ ერთხელ გამოიწვია და მათ განადგურებით დაემუქრა.

რას წერს მაკგრეგორი:

მეფე ლომი ისვენებს, ის უვნებელია. თქვენ არაფერს აკეთებთ. ცოტაც მოიცადეთ, მალე ავდგები და მთელს ოჯახს გაგანადგურებთ. ეს გარყვნილი ლომი გალიის ცენტრში ისვენებს და მალე მწვერვალზე ავა. ვირთხამ ეს იცის.

შეგახენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ორთაბრძოლა 2018 წლის ოქტომბერში გაიმართა და მაშინ ხაბიბმა მე-4 რაუნდში, შებოჭვით გაიმარჯვა.

ირლანდიელი მებრძოლი ოქტაგონზე 2021 წლის ივლისის შემდეგ არ გამოსულა. მაშინ მაკგრეგორი დასტინ პორიესთან დამარცხდა, როდესაც პირველი რაუნდის ბოლოს ფეხი მოიტეხა და ბრძოლა იძულებით შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევის დამარცხების შანსები მაქვს, მათ გამოყენებას ვეცდები“ - ვოლკანოვსკი
„მახაჩევის დამარცხების შანსები მაქვს, მათ გამოყენებას ვეცდები“ - ვოლკანოვსკი