ხიზანიშვილი
Aa
Aa

ხიზანიშვილი "ლოკომოტივში" დევდარიანს დაეხმარება

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი სამწვრთნელო საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს დგამს.

იგი ამიერიდან თბილისის "ლოკომოტივში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს. ხიზანიშვილმა "რკინიგზელებთან" 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ "ხიზანა" საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებშიც მწვრთნელის ასისტენტია და პარალელურად ორივე თანამდებობას შეითავსებს.

ხიზანიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულებული ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის ელჩი გახლდათ, "ლოკომოტივის" რიგებში 2000-2001 წლებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები