არგენტინის ნაკრები
Aa
Aa

მესი: არგენტინაში არსებობს ფანების კატეგორია, რომელიც გამუდმებით მაკრიტიკებს

არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავმა, ლეო მესიმ ხორხე ვალდანოსთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ არსებობს გულშემატკივართა კატეგორია, რომელიც მას გამუდმებით აკრიტიკებს.

რას ამბობს მესი:

არგენტინელების სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გამუდმებით მაკრიტიკებს. მათ ჩემს ნებისმიერ ქმედებაზე ყოველთვის განსხვავებული რეაქცია აქვთ.

2012 წელს, კოპა ამერიკა ჩვენთვის ძალიან ცუდად დაიწყო. ტურნირზე საუკეთესო მატჩები ჩავატარეთ, თუმცა პენალტების სერიაში გამოვვარდით. ეს კრახი იყო, ისევე როგორც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.

2006 წლის მუნდიალზე თითქმის არ მითამაშია, მაგრამ მაშინაც გამაკრიტიკეს, ჩემს შეურაცხყოფას ცდილობდნენ. 2007 წელს, ვენესუელაში კოპა ამერიკის ფინალი წავაგეთ, რის შემდეგაც შეურაცხმყოფელი განცხადებები უფრო და უფრო გაძლიერდა.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესის არგენტინის ნაკრებთან ერთად მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოგებული, გასულ წელს, ბრაზილიაში გამართულ კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში არგენტინამ ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა.

აქვე გეტყვით, რომ 34 წლის ფეხბურთელი ახლა არგენტინის ნაკრებთან ერთად იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 20 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს. არგენტინის ნაკრები მუნდიალზე C ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი საუდის არაბეთის, მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი მარია: “პასი ყოველთვის მესის არ უნდა მივცეთ“
დი მარია: “პასი ყოველთვის მესის არ უნდა მივცეთ“