სუპერ ლიგა, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

პერესი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფეხბურთი ყველა კონტინენტზე სპორტის მეფედ დარჩეს

მადრიდის რეალის პრეზიდენტმა და სუპერ ლიგის დამფუძნებელმა, ფლორენტინო პერესმა Tuttosport-თან ინტერვიუს დროს „სუპერ ლიგის“ იდეაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს.

რას ამბობს პერესი:

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს. შევეცდები კონცეფცია გავამარტივო: ბოლო 20 წლის განმავლობაში ახალი თაობა მოვიდა და სამყაროც შეიცვალა. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა და არ შეიძლება, რომ ფეხბურთი ამას არ მოერგოს.

ფეხბურთი ერთადერთი ჭეშმარიტად უნივერსალური და გლობალური სპორტია. არ უნდა მივცეთ უფლება სხვა სპორტის სახეობებს, რომლებიც თანამედროვეობასთან უფრო მორგებულია და ცვლილებებსაც აყვა, ფეხბურთი ამ პრივილეგირებული პოზიციიდან ჩამოაგდოს.

მე, ისევე როგორც ჩემი წინამორბედები ვმუშაობთ, რომ ფეხბურთი იმ დროს მოერგოს, რომელშიც ვცხოვრობთ. არ უნდა დავუშვათ, რომ ახალგაზრდებმა ფეხბურთი ნაკლებად შეიყვარონ, რადგან ახლა, ჩვენს მიერ შეთავაზებული მატჩები ნაკლებად მიმზიდველი და მომხიბვლელია.

არ შეგვიძლია ამის დაშვება. ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდებზე, რომლებიც ჩვენს მომავალს წარმოადგენენ, მათ შორის საფეხბურთო თვალსაზრისითაც, ისინი ჩვენგან უფრო მეტს ელიან. ამაზე ვმუშაობთ და პირადად მე, მთელი ძალით ვიბრძოლებ, რომ ფეხბურთმა თავისი პრივილეგირებული პოზიცია და დარჩეს სპორტის მეფედ ყველა კონტინენტზე.

შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესი რამდენიმე წელია აქტიურად ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ახალი საფეხბურთო ტურნირი სჭირდება. „რეალის“ პრეზიდენტს მხარს თითქმის ყველა ევროპული გრანდი უჭერდა (პსჟ-ს და მიუნხენის „ბაიერნის“ გამოკლებით), თუმცა უეფას, ასევე ამ ორგანიზაციაში შემავალი ფედერაციების ძალისხმევით აღნიშნული პროექტი დროებით შეჩერდა. ფლორენტინო პერესი ამ დრომდე აქტიურად ცდილობს, რომ ახალი იდეის გარშემო რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი გააერთიანოს და დარწმუნებულია, რომ „სუპერ ლიგა“ ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოქმედდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია