მანუელ ნოიერი
Aa
Aa

ნოიერი: კატარში საკუთარი აზრის დაფიქსირების არ უნდა შეგვეშინდეს

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა Sports Illustrated-თან ინტერვიუს დროს კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა ფეხბურთელებს საკუთარი აზრის დაფიქსირების არ უნდა შეეშინდეთ.

რა თქვა ნოიერმა:

ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი აზრი შიშის გარეშე. მსოფლიო ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ეს ყველა ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვფიქრობ, რომ ყატარში ყოფნის პერიოდში ყველაფერი პირველ რიგში სპორტს უნდა უკავშირდებოდეს, მსოფლიო ჩემპიონატს.

თუმცა, არ მგონია, რომ ფეხბურთელები ყატარში ყოფნის დროს გაჩუმდნენ. აქ მთავარია, რომ ყველა მოთამაშეს საკუთარი პოზიცია გააჩნია და ინტერვიუების დროს ამ პოზიციას აუცილებლად გამოხატავენ. მთავარია, ამის არ გვეშინოდეს.

შეგახსენებთ, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოუტინიოს გარეშე - ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის
კოუტინიოს გარეშე - ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის