ბარსელონა, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: “ევროპის ლიგა უნდა მოვიგოთ“

კატალონიის „ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგა დაასრულა. „ბლაუგრანა“ ჯგუფში ჩარჩა. ჩავი ერნანდესის შეგირდებმა „ინტერს“ და „ბაიერნს“ ვერ აჯობეს. აქედან გამომდინარე, კატალონიური კლუბი ევროპის ლიგაზე იასპარეზებს, სადაც საკმაოდ დიდი კონკურენციაა.

ევროპის ლიგასთან დაკავშირებით, ჩავი ერნანდესმა ისაუბრა:

„ევროპის ლიგა ჯერ კიდევ ძალიან კარგი ტურნირია. ჩვენი მთავარი მიზანი ფინალში გასვლა და მოგებაა. მესმის, რომ სხვა გუნდები „ბარსელონას“ ფავორიტად ასახელებენ. სამწუხაროდ, იძულებულები ვართ ამ ტურნირზე ვცადოთ ბედი, მაგრამ შარშან ყველამ დავინახეთ, რომ ადვილი აქ არაფერი არ არის.“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „ბაიერნთან“ ორივე დაპირისპირება წააგო. ასევე, კატალონიურმა გრანდმა „ინტერს „ ვერცერთი მატჩი ვერ მოუგო. მეტიც, სტუმრად დამარცხდა, ხოლო სახლში ფრედ დაასრულა.

ასევე შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ევროპის ლიგაზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. გასულ სეზონში „ბლაუგრანამ“ „ბენფიკას“ და კვლავ „ბაიერნის“ ბარიერი ვერ დაძლია. აღსანიშნავია, რომ მესის წასვლის შემდეგ, კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 4 შეხვედრა მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაბრუნება ინგლისში? - აზარს პრემიერ ლიგის ორი კლუბი ეპატიჟება
დაბრუნება ინგლისში? - აზარს პრემიერ ლიგის ორი კლუბი ეპატიჟება