ბარსელონა, ნეიმარი, ანდრეს ინიესტა
Aa
Aa

ჩავი, ეტოო რიკელმე - ინიესტას 5 საყვარელი ფეხბურთელი

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს თავისი გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავთ და ამას არც მალავენ. გამონაკლისი არც ანდრეს ინიესტაა, რომელმაც Tycsport-თან საუბრისას მისთვის საყვარელი 5 მოთამაშე ჩამოთვალა. საინტერესო ის გახლავთ, რომ რჩეულთა შორის ლიონელ მესი ვერ მოხვდა.

ინიესტა:

„პირველ რიგში რიკელმეს გამორჩევა მინდა. მასთან ერთად თამაში ნამდვილად განსაკუთრებული მომენტი იყო. მასთან მიმოწერა დღემდე მაქვს. ურთიერთობა შევინარჩუნეთ. ხუანთან ერთად გასახდელში ყოფნა და მისი ვარჯიშის ყურება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

5 ფეხბურთელი, რომლებთან ერთადაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა თამაში იყვნენ რიკელმე, ჩავი, ეტოო, ბუსკეტსი და ნეიმარი. ჩემი იდეალი პაბლო აიმარი იყო. ესპანეთში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის, მისი ყურება განსაკუთრებული შეგრძნება იყო.“

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტა კატალონიის „ბარსელონას“ პირველი გუნდის ღირსებას 2002 წლიდან 2018 წლის ჩათვლით იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ანდრესმა „ბლაუგრანას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 674-ჯერ მოირგო, 57 გოლი გაიტანა და 138 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა კანტეს შეძენას გეგმავს - კლუბში ამაზე თანხმდებიან
ბარსელონა კანტეს შეძენას გეგმავს - კლუბში ამაზე თანხმდებიან