კარლო ანჩელოტი, მსოფლიო ჩემპიონატი 2022
Aa
Aa

„თუ ვინმეს ეშინია, დივანზე წამოწვეს და ტელევიზორს უყუროს“ - ანჩელოტი გადატვირთულ კალენდარზე

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან მსოფლიო ჩემპიონატის წინა პერიოდში არსებულ დატვირთულ კალენდარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რთული პერიოდის მიუხედავად, ფეხბურთელები კლუბისთვის თავს არ ზოგავენ.

რა თქვა ანჩელოტიმ:

ტრავმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. თუ არ გინდათ დაშავდეთ, მაშინ წამოწექით დივანზე. ტრავმის მიღება ვარჯიშზეც არის შესაძლებელი, თანაგუნდელთან შეჯახებისას.

ჩემს გუნდში ვარჯიში ყველას უნდა. თუ ვინმე მეტყვის, რომ ეშინია, მაშინ დარჩეს სახლში და უყუროს სატელევიზიო შოუებს, ან ფილმებს, რომელიც მრავლადაა.

ვფიქრობ, ახლა სეზონის განსაკუთრებით ინტენსიური პერიოდია, თამაშები მრავლადაა. თავი კარგად გვიჭირავს, თუმცა რამდენიმე ტრავმირებულიც გვყავს, უმნიშვნელო დაზიანებებით. ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატი შესაფერის დროს გაიმართება.

არ მგონია, რომ ახლა ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობდნენ, თუნდაც იმაზე, რომ ტურნირამდე ჯანმრთელად მივიდნენ. თუ ფეხბურთელი კლუბში სტაბილურ თამაშს აჩვენებს, მაშინ მუნდიალსაც სასურველ ფორმაში შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ყატარში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნევილი: “რონალდუ უნდა წავიდეს“
ნევილი: “რონალდუ უნდა წავიდეს“