ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რეინჯერსი
Aa
Aa

„რეინჯერსმა მონსტრი უნდა მოათვინიეროს“ - რას წერს შოტლანდიური მედია კვარაზე

26 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე გლაზგოს „რეინჯერსს“ უმასპინძლებს.

მოახლოებულ შეხვედრაზე აქტიურად იწერება შოტლანდიურ მედიაში და სხვადასხვა სააგენტოები „პარტენოპეის“ ძლიერ მხარეებს განიხილავენ. გავლენიანი შოტლანდიური გაზეთი, GlasgowTimes-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და მას „ნაპოლის“ ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად მოიაზრებს.

რა წერია სტატიაში:

 რეინჯერსი ხვიჩა კვარაცხელიას უნდა უფრთხილდეს. მათ „მონსტრის“ მოთვინიერება მოუწევთ. ქართველი ნამდვილი გენიოსია, მას „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა „კვარადონა“ შეარქვეს. 2022/23 წლების სეზონში მან სპალეტის ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

კვარაცხელია გუნდს ეხმარება სერია A-ში დაუმარცხებლად ასპარეზობაში და ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, პირველ ოთხ მატჩში გამარჯვებაში.

ჯეიმს ტავერნიერის და მისი თანაგუნდელების მთავარი პრიორიტეტი საუკეთესო ფორმაში მყოფი კვარაცხელიასგან მომავალი საფრთხეების განეიტრალება უნდა იყოს.

GlasgoTimes-ი „რეინჯერსის“ ვეტერან ფეხბურთელთან, მარკო ნეგრისთან ჩაწერილ ინტერვიუსაც ავრცელებს, სადაც ის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

რას ამბობს ნეგრი:

ის შესანიშნავი მოთამაშეა, ფაქტობრივად მონსტრია. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახალგაზრდაა, გუნდზე მაინც ასეთი დიდი გავლენა მოახდინა. მას აქვს ძლიერი ფეხები, შეუძლია სირბილი და ძლიერად დარტყმა. მან უკვე 7 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ძალიან, ძალიან განსაკუთრებულია. იტალიურ ფეხბურთში უკვე დიდი ვარსკვლავია.

მსოფლიო ფეხბურთში მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეა, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდების მწვრთნელებს ტაქტიკის შეცვლას აიძულებენ, კვარაცხელია კი ერთ-ერთი მათგანია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და გაუმჯობესება შეუძლია. კვარაცხელია სწორ ადგილზეა, რადგან სპალეტის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა შეუძლია.

ის არის სამკაული, პატარა საგანძური, რომელიც უკვე განსაკუთრებულია. რა იქნება მომავალში? ჯერ არ ვიცი. ის ჯერ სუპერვარსკვლავი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის ამომავალი ვარსკვლავი. თუ ასე გააგრძელებს თამაშს, განვითარებას, გაუმჯობესებას და ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩენს თავს, მაშინ ვინ იცის, რას გააკეთებს ის მომავალში. მე ახლაც არ ვიცი რისი გაკეთება შეუძლია თამაშში, ის ძალიან არაპროგნოზირებადია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რეინჯერსის“ შეხვედრა 26 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძოლა ხვიჩაზე: „ინგლისში მასზე ბევრს საუბრობენ, ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია“
ძოლა ხვიჩაზე: „ინგლისში მასზე ბევრს საუბრობენ, ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია“