გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მომდევნო სეზონში ალბათ უფრო დიდ ნახტომს გააკეთებს“ - Calciomercato-მ მამარდაზე დაწერა

დღეს, La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ „იუვენტუსი“ „ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს აკვირდება, რის შემდეგაც, ქართველი „ღამურა“ იტალიური პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე წუთის წინ, „მამარდას“ სტატია ცნობილმა Calciomercato-მ მიუძღვნა და საკუთარ მკითხველს „ჩეს“ კარის დარაჯი გააცნო.

1000 ევროს ოდენობის ხელფასი და გაბრაზებული გატუზო: ვინ არის მამარდაშვილი - ტალანტი, რომელიც იუვეს სიაში იმყოფება

„იუვენტუსის ბოლო სატრანსფერო იდეა ესპანეთიდან მოდის. სკაუტები, რომლებსაც ბიანკონერის სპორტული კოორდინატორი, ფედერიკო ჩერუბინი ხელმძღვანელობს, ვალენსიას 22 წლის ქართველ გოლკიპერს თვალს აქტიურად ადევნებენ. სიტყვა „ქართველის“ წაკითხვისას ალბათ, კვარაცხელია გაგახსენდათ, რომელიც სერია A-ს თავისი თამაშით, გოლებითა და ასისტებით აფერადებს, მაგრამ ამჯერად, საუბარია მოთამაშეზე, ვისი გადაყვანაც გაცილებით ძვირი დაჯდება. თუ კვარაცხელიას ტრანსფერისთვის 10 მილიონი ევრო საკმარისი აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში, გაცილებით მსუყე ინვესტიცია იქნება საჭირო, რომლის განხორციელებაც მხოლოდ დიდ კლუბებს შეუძლიათ.

„მამამ“ ვალენსიასთან კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივა და კლუბში 2027 წლამდე დარჩება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 20 მილიონი ევროდან, 100 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ჯენარო გატუზომ იგი ძირითადი შემადგენლობის წევრად აირჩია და ნდობა ელჩესთან დაშვებული შეცდომის შემდეგაც გამოუცხადა. „მატჩის შემდეგ, დაშვებული შეცდომის გამო, ბოდიში მომიხადა, მე კი ვეჩხუბე, რადგან კარგი სეივებით ბევრჯერ გადავურჩენივართ“, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. ასეთ ასაკში, შეცდომები პროგრესისკენ მიმავალი გზის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებთ, რომ 16 თვის წინ, მამარდაშვილი თბილისის ლოკომოტივის კარს იცავდა.

ვალენსიას ქართველი გოლკიპერი ესპანელმა აგენტმა, ანტონიო სანჩესმა შესთავაზა, მის ტრანსფერზე კი თანხმობა ღამურების სკაუტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ხოსე ხიმენესმა განაცხადა. 2021 წელს, მამარდაშვილი ესპანეთში გაფრინდა, რათა თავისი ოცნება აესრულებინა. მან დატოვა პატარა კლუბი, სადაც ხელფასი თითქმის 1000 ევრო ჰქონდა და ლა ლიგას მიაშურა. სილესენისა და დომენეკის ტრავმებმა მას შანსი მისცა და გასული სეზონი, მისთვის გარღვევა იყო, წლევანდელი კი დასტურია, რომ შემთხვევითობა არაფერი ყოფილა. მომდევნო სეზონი ალბათ, უფრო დიდი ნახტომი იქნება და მისით დაინტერესებული კლუბების სია მოკლე ნამდვილად არაა. იუვეს გარდა, არის ტოტენჰემი, რომელმაც მისი გადაბირება გასული სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში სცადა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, დღეისთვის კი ძირითადი შემადგენლობის უპირობო წევრად ითვლება. საერთო ჯამში 22 წლის მეკარემ „ღამურებში“ 31 შეხვედრა ჩაატარა და 33 გოლი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარიო მელხიოტი ხვიჩაზე: „თავმდაბალი ბიჭი ბრწყინვალე დრიბლინგით“
მარიო მელხიოტი ხვიჩაზე: „თავმდაბალი ბიჭი ბრწყინვალე დრიბლინგით“