კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

“რონალდუ 37 წლის არის და ოქროს ბურთის სიაში იუნაიტედის სხვა ყველა მოთამაშეს აჯობა“

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და პორტუგალიელის მიმართ არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

„რონალდუ ლეგენდარული ფეხბურთელია. როდესაც ოქროს ბურთის პრეტენდენტთა სია გამოქვეყნდა, კრიშტიანუ მასში მყოფ მანჩესტერ იუნაიტედის სხვა ყველა მოთამაშეს უსწრებდა.

მაგრამ მას ორი პრობლემა შეექმნა. პირველი ის, რომ იგი 37 წლისაა და თუ წარუმატებელ მატჩს ატარებს, მაშინვე ამბობენ - ის "ძალიან ბებერია". თითქოს მან სუსტი მატჩები საერთოდ არ უნდა ჩაატაროს.

პრობლემა ის არის, რომ ამ სეზონში შეგიძლია 5 ცვლილება განახორციელო. რონალდუმ კარიერა იმ დროს დაიწყო, როცა თამაშის დროს შეცვლა ნეგატიურად ითვლებოდა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ შემტევი სტილის ფეხბურთელები არ თამაშობენ რეგულარულად 90 წუთის განმავლობაში, ზოგჯერ ისინი მხოლოდ 20-30 წუთს იღებენ, პრემიერ ლიგის ინტენსივობისა და მასში არსებული მოთხოვნების გამო“,

- განაცხადა მარტინესმა Amazon Prime-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ ჩაგრავენ მეკარეებს? კურტუას მე-7 ადგილი სასაცილოა...
რატომ ჩაგრავენ მეკარეებს? კურტუას მე-7 ადგილი სასაცილოა...