Aa
Aa

ბელოტი დღეს "ტორინოს" პრეზიდენტს შეხვდება

ანდრეა ბელოტი დღეს „ტორინოს“ პრეზიდენტ ურბანო კაიროს პირადად შეხვდება და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დაელაპარაკება.

ბელოტიმ უკვე არაერთხელ გამოაცხადა, რომ მისი სურვილი „მილანში“ თამაშია, ამას ხელს სწორედ კაიროს კომერციული ინტერესები უშლის.

„გრანატას“ პრეზიდენტმა „მილანის“ რამდენიმე შეთავაზება დაბლოკა და ის ბელოტის ტრანსფერში „როსონერის“ 80 მილიონ ევროსა და 2 ფეხბურთელს - გაბრიელ პალეტასა და მბაიე ნიანგს სთხოვს, რაც ჯამში დაახლოებით 100 მილიონი ევრო გამოდის.

სულ ბოლოს კაირომ უარი ნიანგს პლიუს პალეტასა და 60 მილიონ ევროზე თქვა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ არაიტალიური კლუბებისთვის ბელოტის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.

23 წლის ფორვარდს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები