ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Calciomercato-ს ექსკლუზივი: „კვარაცხელია გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს“

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Calciomercato ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს. „პარტენოპეის“ სურს, თავისი ტალანტი დაიცვას და მოვლენების ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად იყოს.

„ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ქომაგების ახალი კუმირია და გუნდზე მოხდენილი გავლენის მხრივ, მას მხოლოდ ედინსონ კავანი თუ შეედრება. სწორედ ამიტომ, პარტენოპეის სურს, ყველაფრისთვის მზად იყოს. ექსკლუზიურად Calciomercato-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნაპოლი გეგმავს, ხვიჩას ხელფასში ცვლილებები შეიტანოს. ქართველი ფეხბურთელი ანაზღაურების სახით, 1.5 მილიონ ევროს იღებს და სავარაუდოდ, ეს თანხა გაიზრდება.

კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს არ სურს, სეზონის ბოლოს პრობლემებს შეეჩეხოს. მას უნდა, ქართველი ფეხბურთელი დაიცვას და უკეთესი კონტრაქტი გაუფორმოს გაზრდილი ანაზღაურებით, რასაც დაერთვება ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივება, რათა კლუბმა გარდაუვალი თავდასხმები თავიდან აირიდოს“, - წერს Calciomercato.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ის მონაცემებით, ხვიჩას ამჟამინდელი ღირებულება 35 მილიონი ევროა, „ნაპოლიმ“ კი იგი 10 მილიონად შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას ბევრი ტოპ კლუბი აკვირდებოდა, ნაპოლი მისთვის იდეალური ადგილია“
მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას ბევრი ტოპ კლუბი აკვირდებოდა, ნაპოლი მისთვის იდეალური ადგილია“