ბარსელონა, ინტერი, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

“ეს ფრე გამარჯვების ტოლფასია“ - ინძაგი ბარსელონასთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ბარსელონამ“ „ინტერს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა და „ბლაუგრანამ“ ჯგუფიდან გასვლის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მატჩის შემდეგ, სიმონე ინძაგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ინძაგი:

„ფეხბურთელებს ვულოცავ. ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ჩარჩება. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ დაცვაში ყურადღებით ვერ ვითამაშეთ. მერვედფინალში გასვლა დღესვე შეგვეძლო, მაგრამ იმედი მაქვს გულშემატკივრებს „პლზენის“ წინააღმდეგ გავახარებთ.

ჩვენ უნდა გვქონდეს გამბედაობა და არასდროს შევწყვიტოთ თამამად თამაში. შესვენების დროს, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, რადგან საგოლე მომენტები აუცილებლად შეიქმნებოდა. რეალურად ეს ფრე გამარჯვების ტოლფასია. ჩემპიონთა ლიგის ყველაზე რთული ჯგუფიდან გასვლის იდეალური შანსი გვაქვს.“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება. „ინტერს“ კი 7 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე მოგვევლინა. პირველ საფეხურზე 12 ქულით „ბაიერნია.“

იმ შემთხვევაში, თუ „ინტერი“ დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთს მაინც მოიგებს, „ბარსელონა“ ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდებული მატჩი კამპ ნოუზე - ბარსელონამ და ინტერმა ქულები გაიყვეს
დიდებული მატჩი კამპ ნოუზე - ბარსელონამ და ინტერმა ქულები გაიყვეს