შოთა არველაძე, ჰალ სიტი
Aa
Aa

„რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობამ დააშორა ჩვენი პოზიციები“ - შოთა არველაძის პირველი კომენტარი

შოთა არველაძემ „ჰალ სიტის“ დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა.

49 წლის სპეციალისტმა საკუთარ Facebook-გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც „ჰალ სიტისთან“ თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზებზე საუბრობს და ამასთან, კლუბთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს მადლობას უხდის.

რას წერს არველაძე:

იმ კუნძულზე მუშაობა და ცხოვრება, რომელიც ნებისმიერი მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავს ბედნიერებას მანიჭებს და მიხარია, რომ ჰალ სიტიმ ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა. კლუბის შენების პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახალი მფლობელის ხელში ხვდება და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც ინგლისია, წარმოუდგენლად რთულია. ამჯერად, ეს ამბავი ისე არ გამოვიდა, როგორც ამას ყველა ვისურვებდით 8 თვის წინ, როცა ჩემპიონშიფში სადებიუტო მატჩი მქონდა.

მინდა აჯუნს და მის გუნდს ამ რთულ გზაზე დიდი წარმატება ვუსურვო. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, იმ ფორმით, როგორც შევთანხმდით და როგორც ამის დასაწყისში გვჯეროდა. არის საკითხები, რასაც დროსთან ერთად სწორი მიდგომა სჭირდება. საბოლოოდ, რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობამ დააშორა ჩვენი პოზიციები ერთმანეთისას, რაც გახდა კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. თუმცა, ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, ჰალ სიტი წარმატებული კლუბი გახდება.

მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს, ასისტენტებს, თანამშრომლებს, მთავარი გუნდის, აკადემიისა და სტადიონის პერსონალს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც ამ პერიოდის მანძილზე ვიმუშავე. მადლობას ვუხდი მედიას, რთულ და ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მთავარი მადლობა კი ფანებს ეკუთვნით, რომელთა მხარდაჭერა და შეძახილი Arveladze We’ve got.. ჩემი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ჰალ სიტიმ“ შოთა არველაძე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 30 სექტემბერს გაათავისუფლა. კლუბის მმართველის, აჯუნ ილიჯალის განცხადებით სანაკრებო პაუზისას კლუბის წარმომადგენლები შოთა არველაძეს რამდენჯერმე შეხვდნენ, რის შემდეგაც გამოიკვეთა, რომ მხარეების აზრები არ ემთხვეოდა. სწორედ ამიტომ, მათ თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონის საწყის 10 ტურში „ჰალ სიტის“ ანგარიშზე 11 ქულაა. არველაძის ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში „ჰალმა“ 10-დან 3 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ხუთ თამაშში დამარცხდა. უკანასკნელი ოთხი მატჩი „ჰალ სიტიმ“ დათმო, რაც არველაძის გუნდიდან წასვლის საფუძველი გახდა.

ცნობისთვის, შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად გასული სეზონის იანვარში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით „ჰალმა“ 30 შეხვედრა გამართა: 9 მოგება, 6 ფრე, 15 მარცხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თურქებს ნიშნისმომგები მესიჯები სათითაოდ გავუგზავნე“ - აჩი დავითაშვილის ტრანსფერზე
„თურქებს ნიშნისმომგები მესიჯები სათითაოდ გავუგზავნე“ - აჩი დავითაშვილის ტრანსფერზე