შოთა არველაძე, ჰალ სიტი, აჯუნ ილიჯალი
Aa
Aa

განსხვავებული ხედვების გამო ჰალ სიტი არველაძეს დაემშვიდობა

„ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი შოთა არველაძემ დატოვა. „ვეფხვების“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ინგლისურ კლუბს არველაძის ასისტენტი პიტერ ვან დერ ვეენიც დაემშვიდობა. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ენდი დოუსონი იქნება.

კლუბი არველაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის, მის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და სამწვრთნელო კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

კლუბის მმართველის, აჯუნ ილიჯალის განცხადებით სანაკრებო პაუზისას კლუბის წარმომადგენლები შოთა არველაძეს რამდენჯერმე შეხვდნენ, რის შემდეგაც გამოიკვეთა, რომ მხარეების აზრები არ ემთხვეოდა. სწორედ ამიტომ, მათ თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონის საწყის 10 ტურში „ჰალ სიტის“ ანგარიშზე 11 ქულაა. არველაძის ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში „ჰალმა“ 10-დან 3 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ხუთ თამაშში დამარცხდა. უკანასკნელი ოთხი მატჩი „ჰალ სიტიმ“ დათმო, რაც არველაძის გუნდიდან წასვლის საფუძველი გახდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად გასული სეზონის იანვარში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით „ჰალმა“ 30 შეხვედრა გამართა: 9 მოგება, 6 ფრე, 15 მარცხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უპირველესად, კვარაცხელია უნდა შევაჩეროთ“ - ტორინოს მწვრთნელი ხვიჩაზე
„უპირველესად, კვარაცხელია უნდა შევაჩეროთ“ - ტორინოს მწვრთნელი ხვიჩაზე