ნაპოლი
Aa
Aa

“კვარაცხელია შესაძლებლობებს ქმნის“ - სპალეტი აიაქსთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ნაპოლი“ „აიაქსს“ ესტუმრება. რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება ხვიჩა კვარაცხელიას გამო უდიდეს ინტერესს იწვევს. ქართველმა ფეხბურთელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და მოლოდინი საკმაოდ დიდია.

შეხვედრის წინ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა სპალეტიმ?

„ვფიქრობ, შროიდერი წელსაც დიდებულ საქმეს აკეთებს „აიაქსში“. ჩემი და მისი კლუბი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. უპირატესობაზე უარი არ უნდა ვთქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დავისჯებით. „აიაქსი“ არის გუნდი, რომელიც შეცდომებს არ პატიობს. დიდებული შემადგენლობა მყავს და თამაშის შანსი ყველას მიეცემა. ხვალ შესაძლოა გარკვეულ ცვლილებებს მივმართო, თუმცა სახელებს ვერ გეტყვით.

ნებისყოფა უნდა მოვიპოვოთ და შეცდომები არ დავუშვათ. ტვინით უნდა ვითამაშოთ და ემოციებს არ ავყვეთ. შესაძლოა მომავალი ორი დაპირისპირება ჯგუფიდან გასვლაში დაგვეხმაროს და გადამწყვეტი იყოს. „აიაქსს“ ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდათ.

წარსულში არასდროს ვიყურები. „აიაქსი“ არის გუნდი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. მათ დიდებული ტრადიციები აქვთ. უნდა ვეცადოთ, რომ ამსტერდამელებს ჩვენი სათამაშო ფილოსოფია მოვახვიოთ.

კვარა? ის ძალიან ძლიერია. ის თითოეულ მატჩში შესაძლებლობებს ქმნის. ზოგჯერ შეიძლება ჩვეულებრივზე უკეთესად თამაში. ვიმეორებ, „აიაქსი“ ძლიერი გუნდია და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს.“

ცნობისთვის ეს გუნდები ერთმანეთს ოფიციალურ მატჩში არასდროს დაპირისპირებიან ერთმანეთს. მომავალი შეხვედრა კი 4 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აიაქსი VS ნაპოლი - მატჩის წინ
აიაქსი VS ნაპოლი - მატჩის წინ