ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

„სტრატოსფეროდანაა“ - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად, სერია ა-ს მერვე ტურში, „ტორინოს“ შეუგდო. 37-ე წუთზე ზელინსკის პასის შემდეგ კვარაცხელიამ სწრაფი კონტრშეტევა განავითარა და გოლით დაასრულა. ხვიჩას გოლით ანგარიში 3:0 გახდა.

„ხვიჩას ხშირად ვეძახდი, რომ უკან დაეხია და შემდეგ ბურთით წინ წასულიყო. მსურდა, რომ მოედნის ცენტრში უფრო მეტად ეთამაშა. ის ბრწყინვალეა დრიბლინგის შესრულებისას. კარგად ინარჩუნებს ბურთს და ორივე ფეხით შეუძლია დარტყმა. სტრატოსფეროდანაა. კარგად გამოსდის გადაწყვეტილების მიღება, საგოლე პასის შესრულება და დრიბლინგი“.

„ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ 3:1 მოიგო. ნეაპოლური გუნდის მხრიდან გოლები ზამბო ანგისასა (2) და ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. საპასუხო გოლი ანტონიო სანაბრიამ გაიტანა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 8 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 5 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 გამომუშავებული პენალტია.

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს საწყის 8 ტურში 20 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციას „ატალანტა“ 17 ქულით იკავებს.„ფიორენტინასთან“ გამარჯვების შემთხვევაში „ატალანტა“ „ნაპოლის“ ქულით გაუთანაბრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა: „ეს მაქსიმუმი არაა, უფრო მეტი უნდა გავაკეთო“
ხვიჩა: „ეს მაქსიმუმი არაა, უფრო მეტი უნდა გავაკეთო“