ერიკ ტენ ჰაგი, ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: მაგუაიერის მჯერა, მას დიდი პოტენციალი აქვს და სიტუაციას შემოაბრუნებს

ერიკ ტენ ჰაგმა ჰარი მაგუაიერს მხარი დაუჭირა და მის მიმართ ნდობა გამოხატა.

„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, თუ მისი მომზადება მომიწევს, მაშინ მას მხარი უნდა დავუჭირო. მაგრამ მე მხარს ვუჭერ მას, რადგან მჯერა მისი.

როცა მასთან პრესეზონზე ვმუშაობდი, ის კარგად გამოიყურებოდა, ვარჯიშებშიც და თამაშებშიც. შემდეგ ის სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდა, მაგრამ ეს განპირობებულია ცენტრალური მცველების კარგი თამაშით, რომლებიც ახლაც თამაშობენ.

მაგრამ მე ვხედავ ჰარის თვისებებს. მაშინაც კი, როცა გუნდში არ იყო, ძალიან კარგად ვარჯიშობდა, მაგრამ რაც მთავარია, ეს მისი თვისებებია. ხედავთ მის კარიერას - მას ინგლისის ნაკრებში თითქმის 50 მატჩი აქვს ჩატარებული. ის ძალიან კარგად თამაშობდა „ლესტერში“ და „მანჩესტერ იუნაიტედშიც“. მას დიდი პოტენციალი აქვს.

მოთამაშეები გასახდელში, სამწვრთნელო შტაბი, მთავარი მწვრთნელი, ყველას გვჯერა მისი. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ასე ვუთხარი მასაც. დარწმუნებული ვარ, ჰარის შეუძლია ამის გაკეთება. ის დაიბრნებს ფორმას. მე ამაში დარწმუნებული ვარ“.

- თქვა ტენ ჰაგმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპი: ტრენტი კარგი მცველია, მაგრამ დაცვაში ყოველთვის კარგად ვერ თამაშობს
კლოპი: ტრენტი კარგი მცველია, მაგრამ დაცვაში ყოველთვის კარგად ვერ თამაშობს