ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სპალეტისთვის შვილივითაა, ბრწყინვალე ფორმაშია“ - Calciomercato ხვიჩაზე წერს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Calciomercato ხვიჩა კვარაცხელიას სტატიას უძღვნის და ქართველი ფეხბურთელის კონდიციებზე გვესაუბრება. როგორც ირკვევა, „კვარა“ ოპტიმალურ ფორმაშია და „ნაპოლის“ თავკაცი, ლუჩანო სპალეტი მისით კმაყოფილია.

„Calciomercato-ს პერსონალის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია ჩინებულ ფორმაში იმყოფება. საქართველოს ნაკრებში გამართულმა შეხვედრებმა მის კონდიციებზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა და ხვიჩა იმ ფორმაშია, რომელიც სანაკრებო პაუზამდე, მილანთან მატჩში გვაჩვენა.

სპალეტი მის კონდიციებს აკონტროლებს და უფრო მეტი სათამაშო დრო მისცა. ქართველი ფეხბურთელის ნათესავებზე დაყრდნობით, ხვიჩასა და ლუჩანოს იდეალური ურთიერთობა აქვთ. სპალეტი მას თითქმის შვილივით ეპყრობა, თუმცა იცის, რომ არის საზღვრები, რომლებიც როგორც მოედანზე, ისე სავარჯიშო ბაზაზე უნდა არსებობდეს. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ კვარაცხელიამ ნეაპოლში თავისი პატარა საქართველო იპოვა და აქ თავს კარგად გრძნობს“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ, ხვიჩას „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ადგილს იკავებს და 17 ქულა აქვს. „პარტენოპეის“ მომდევნო გაჩერება „ტორინოა“, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას გადაყვანა ვალენსიას შევთავაზეთ“ - საფეხბურთო აგენტი კვარაზე
„ხვიჩას გადაყვანა ვალენსიას შევთავაზეთ“ - საფეხბურთო აგენტი კვარაზე