ჰერტას ფეხბურთელს სიმსივნე დაუდგინდა - მას ოპერაციას ჩაუტარებენ
Aa
Aa

ჰერტას ფეხბურთელს სიმსივნე დაუდგინდა - მას ოპერაციას ჩაუტარებენ

ბერლინის „ჰერტას“ ფეხბურთელს, ჟან-პოლ ბოეტიუსს სიმსივნე დაუდგინდა. გერმანულმა კლუბმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ 28 წლის ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.

„ჟან-პოლ ბოეტიუსს პაუზის აღება მოუწევს. ოთხშაბათს, მას უროლოგიური შემოწმება ჩაუტარდა და სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა, რომელიც ოპერაციის შედეგად უნდა იქნას ამოკვეთილი. როგორც კი სიახლე იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ“, - ნათქვამია „ჰერტას“ განცხადებაში.

ბოეტიუსი 28 წლის ფეხბურთელია, რომელიც „ჰერტამდე“ „მაინცის“, „გენკისა“ და „ფეიენოორდის“ ღირსებას იცავდა. მას ნიდერლანდების ახალგაზრდულ ნაკრებებში უთამაშია და „ჰერტას“ 2022 წელს შეუერთდა. ცნობისთვის, სათესლე ჯირკვლის სიმსივნე რამდენიმე კვირის წინ „დორტმუნდის“ ფეხბურთელს, სებასტიან ალეს დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს
„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს