ლივერპული, ლუის სუარესი
Aa
Aa

„დააბრუნეთ სუარესი“ - ლივერპულის ფანების მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელებს

„ლივერპულის“ გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელებს ლუის სუარესის დამატებას სთხოვენ. ოქტომბრის ბოლოს, ურუგვაელი ფეხბურთელი მშობლიური კლუბის „ნასიონალის“ დატოვებას გეგმავს და დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტი გახდება.

35 წლის სუარესმა ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკო“ დატოვა და „ნასიონალს“ უფასოდ შეუერთდა. ივლისიდან მოყოლებული, ურუგვაელმა ფორვარდმა მშობლიურ კლუბში 8 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ურუგვაის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონი ოქტომბრის ბოლოს სრულდება და სუარესის კონტრაქტიც ამ პერიოდში ამოიწურება.

ფეხბურთელის წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „ნასიონალის“ პრეზიდენტმაც დაადასტურა:

რას ამბობს ხოსე ფუენტესი:

როდესაც ურუგვაის ჩემპიონატი დასრულდება, სუარესი წავა, ასეთია ჩვენი შეთანხმება. არ მინდა გულშემატკივარს იმედები გავუცრუო და ამას ახლა სწორედ ამის გამო ვამბობ.

ლუის სუარესის მთავარი მიზანი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნაა, რის გამოც მისი რომელიმე ევროპულ გრანდში გადასვლა რეალური ხდება. თუმცა, იქნება თუ არა მისი მომავალი კლუბი „ლივერპული“ ამას ოქტომბრის ბოლოს გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელი მერსისაიდული კლუბის ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 133 მატჩში 82 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ქიმიკატები, ბეტონის საწოლი, სველი ნიადაგის სუნი“ - მე დანი ალვეში ვარ
“ქიმიკატები, ბეტონის საწოლი, სველი ნიადაგის სუნი“ - მე დანი ალვეში ვარ