გენო პეტრიაშვილი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა

ბელგრადში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს გივი მაჭარაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

97 კილოგრამ წონით კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა უნგრეთის სახელით მოასპარეზე ვლადისლავ ბაიცაევი დაამარცხა.

სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე გივიმ მხოლოდ ნახევარფინალური შეხვედრა დათმო. ნახევარფინალამდე კი ლიეტუველ ლუკაშკრასაუკასს, ყაზახ მამედ იბრაგიმოვსა და ჩრდილოეთ მაკედონელ მაგომედგაჯი ნუროვს აჯობა.

შეგახსენებთ,რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. გივი მაჭარაშვილის გარდა ბრინჯაოს მედლებს გენო პეტრიაშვილი , ზურაბ იაკობიშვილი და მირიან მაისურაძე დასჯერდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახსოვს, ახალდაბაში შევჩერდით და იქ გავიგეთ იმ დიდი ტრაგედიის შესახებ“ - რას იხსენებს ლუკა კურტანიძე
„მახსოვს, ახალდაბაში შევჩერდით და იქ გავიგეთ იმ დიდი ტრაგედიის შესახებ“ - რას იხსენებს ლუკა კურტანიძე