ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არჩევანის გაკეთება უნდა ისწავლოს“ - სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „რეინჯერსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0:3 გაიმარჯვა.

ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. თამაშის მიწურულს ლუჩიანო სპალეტიმ ის ელიფ ელმასით შეცვალა.

ამ დროის განმავლობაში და განსაკუთრებით მეორე ნახევარში კვარას კარგი თამაში თვალშისაცემი იყო. ტექნიკური მოძრაობების და დრიბლინგების გარდა, ხვიჩამ უდიდესი როლი ითამაშა „ნაპოლის“ გამარჯვებაში. 68-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ქართველმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გოლამდე, მე-60 წუთზე „რეინჯერსის“ კარში პიოტრ ჟიელინსკიმ ორი პენალტი გააფუჭა.

ხვიჩას მომენტები რეინჯერსთან:

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტის ჟურნალისტებმა ხვიჩას თამაშის შესახებაც ჰკითხეს, თუმცა იტალიელ სპეციალისტისგან ორაზროვანი პასუხი მიიღეს.

რა თქვა სპალეტიმ კვარაზე:

კვარაცხელია? თქვენ გამუდმებით იძახით მასზე, რომ ძლიერია, ძლიერია, ძლიერია... მაგრამ შემდეგ თამაშში პასის მაგივრად კარში ურტყავს. ნახეთ ნდომბელეს გოლი? ვისი დამსახურებაა? ანგისასი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ბურთი მას დაუთმო. რა თქმა უნდა ხვიჩა ძალიან ძლიერია, მაგრამ ხანდახან არჩევანის გაკეთება უნდა იცოდეს. შეხედეთ პოლიტანოს, რამდენჯერ ჩავიდა ის დაცვის დასახმარებლად. შემდეგ აიღო ბურთი და არაჩვეულებრივი პენალტი შეასრულა, ეს იყო სუპერპენალტი იმის გათვალისწინებით, თუ რაც მანამდე მოხდა. მას გაფრთხილება ჰქონდა და სწორედ ამის გამო შევცვალე. ყველა მოთამაშე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. თამაშს გუნდი იგებს და არა ერთი ფეხბურთელი. თუ რომელიმე მოთამაშე თავის საქმე არ შეასრულებს, ამგვარ წარმატებას ვერ მივაღწევთ. თუ კიმმა არ მოიგო საჰაერო ორთაბრძოლები, თუ ანგისამ და ლობოტკამ არ შეასრულეს მოედნის ცენტრში თავისი სამუშაო, შედეგიც არ იქნება. კვარა კი შეიძლება ბურთს ორჯერ შეეხოს... რა თქმა უნდა ის ძლიერია, აქვს მაღალი ხარისხი და თამაშზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ქმნის ჯანსაღ სიგიჟეს, მაგრამ გუნდისთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ 2 ტურის შემდეგ A ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას სერია A-ში გამართავს. „ნაპოლის“ მეტოქე 18 სექტემბერს „მილანი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ
Sofascore - ცნობილია რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ