არგენტინის ჩემპიონატი, მკვლელობა
Aa
Aa

საშინელება არგენტინაში - საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

არგენტინაში, ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ფანებს შორის მომხდარი დაპირისპირება ერთ-ერთი გულშემატკივარის მკვლელობით დასრულდა. კრიმინალური შემთხვევა სან მარტინ დე ტუკუმანის პროვინციაში მოხდა.

მარკას არგენტინული ბიუროს ინფორმაციით, გულშემატკივრებს შორის სტადიონისგან ოდნავ მოშორებით მოხდა. თავდაპირველად, ერთმანეთს ორი გუნდის ქომაგები დაუპირისპირდნენ, მათ შორის ერთ-ერთმა კი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მომხდარ შემთხვევაში სამწუხარო კიდევ ის არის, რომ მკვლელობის შემდეგ, ადგილობრივი „სირუხას“ და „ბელგრანოს“ საფეხბურთო მატჩი არ შეჩერებულა და თავიდან ბოლომდე ჩატარდა. საბოლოოდ, მასპინძელმა გუნდმა მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ორივე გუნდი სამოყვარულო ლიგის უმაღლეს ჩემპიონატში გამოდიოდა და გამარჯვებული პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგაში დაწინაურების რეალურ შანსს მიიღებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები