თბილისის დინამო, წყალტუბოს სამგურალი
Aa
Aa

დინამოს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება - კაბალიეროს ულამაზესი გოლი ბოლნისში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში თბილისის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ 3:0 დაამარცხა. კონფერენს ლიგაზე ,,პაიდესთან'' მარცხის შემდეგ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თასისა და ჩემპიონატის ჩათვლით ზედიზედ მე-7 შეხვედრა მოიგო.

26 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 60 ქულით პირველ ადგილზეა, მას თბილისის „დინამო'' მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

მე-6 წუთზე თორნიკე კირკიტაძემ მეტოქის ნახევარზე ართმევაზე კარგად ითამაშა, სხირტლაძის პასის შემდეგ ოსეი ბარნსმა შორი მანძილიდან ეფექტური გოლი შეაგდო.

მე-7 წუთზე თორნიკე კირკიტაძემ ლევან შოვნაძეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა.

მატჩის საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე სტანისლავ ბილენკმა დააფიქსირა, მოისწრაფიშვილის პასის შემდეგ ახლო მანძილიდან შეაგდო.

 

შეგახსენებთ, „სამგურალთან“ გამარჯვებამდე ,,დინამომ'' სტუმრად „თელავი'' დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრის დაწყებამდე „დინამოს'' მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს გულის შეტევა მოუვიდა, თამაშში კი ,,დინამოს'' მეკარემ, დავით კერესელიძემ მძიმე ტრავმა მიიღო. თამაშის დაწყებამდე „დინამოს'' ფეხბურთელებმა ჭიაბრიშვილსა და კერესელიძეს თანადგომა გამოუცხადეს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის „დინამოს'' გადაწყვეტილებით „სამგურალთან'' შეხვედრა ლეგენდარული ბასა ღოღობერიძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ბოლნისის „სიონი“ შინ ქუთაისის „ტორპედოსთან'' 0:3 დამარცხდა. ანგარიში 58-ე წუთზე გიორგი არაბიძის საგოლე პასით ირაკლი ბუღრიძემ გახსნა. 68-ე წუთზე არაბიძის პასის შემდეგ 27 წლის პარაგვაელმა ფორვარდმა მაურო კაბაიერომ მაღალ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა. დამატებულ წუთზე ვაჟა ტაბატაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საგოლე პასი მერაბ გიგაურის ანგარიშზეა. ამ ეპიზოდში მეკარე ლევან ისიანი არადამაჯერებელი იყო.

„ტორპედომ'' კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო 7 შეხვედრიდან 6 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ,,სამგურალი'' 42 ქულით მესამე ადგილზეა, გიორგი მიქაძის გუნდს ,,ტორპედო'' მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ბოლნისის „სიონს'', უჩა სოსიაშვილის გუნდი 27 ქულით მე-8 ადგილზეა და ,,თელავს'' 2 ქულით ჩამორჩება.

თბილისის „დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “ხვიჩამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა“
სპალეტი: “ხვიჩამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა“