ვალენსია, ხეტაფე, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის კარგი მატჩი - ვალენსიამ ხეტაფე გაანადგურა

ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და ძალიან მარტივად 5:1 დაამარცხა. როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი მოგვევლინა, რომელსაც რეალურად ბევრი საქმე არ ჰქონდა.

მთელი მატჩის განმავლობაში „ღამურები“ დომინირებდნენ. გატუზოს გუნდის მხრიდან გოლები ლატომ, ლინომ, კასტილეხომ, ნიკომ და ჰუგო დურომ გაიტანეს. „ვალენსიას“ კარში კი ერთადერთი გოლი ალვარეს სოსამ გაიტანა. გიორგი მამარდაშვილი აღნიშნულ ეპიზოდში უშანსოდ იყო.

90 წუთის განმავლობაში, ახალგაზრდა ქართველის კარის მიმართულებით „ხეტაფეს“ ფეხბურთელებმა ჯამში ზუსტად 4-ჯერ დაარტყეს. ერთი გოლი გავიდა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში „მამარდამ“ საკუთარი გუნდი გადაარჩინა. გამოსარჩევია ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც სტუმართა თავდამსხმელი გიორგისთან პირისპირ დარჩა, მაგრამ 21 წლის ქართველმა მისი დარტყმული მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „ვალენსიამ“ 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო, ხოლო 2 კი წააგო. აქედან ქართველმა მეკარემ საკუთარი კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ, პირველივე ტურში „ჟირონას“ წინააღმდეგ შეინახა.

ცნობისთვის, მომავალ ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერიძის დუბლი ბეშიქთაშთან - ანკარაგიუჯუ მაინც დამარცხდა
ბერიძის დუბლი ბეშიქთაშთან - ანკარაგიუჯუ მაინც დამარცხდა