ედინსონ კავანი
Aa
Aa

ვალენსიაში დღეს ჩაფრინდება - მამარდაშვილი კავანის მხარდამხარ ითამაშებს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ედინსონ კავანით გაძლიერდება. ურუგვაელი ფეხბურთელისა და „ღამურების“ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ბევრი იწერებოდა და ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.

კავანი 2-წლიან კონტრაქტს მიიღებს და ვალენსიაში დღეს, მადრიდიდან ჩაფრინდება. თუ არაფერი შეიცვალა, იგი „ვალენსიასთან“ ხელშეკრულებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში გააფორმებს. ესპანური პრესის ცნობით, მისი ანაზღაურება 2 მილიონი ევრო იქნება.

ედინსონი მიმდინარე ზაფხულს „ვილიარეალში“ გადასვლასთან საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში უნაი ემერის გუნდმა მისი გაფორმება არ ისურვა. კავანის მიმართ ბოლო დროს ინტერესს ფრანგული „ნიცაც“ იჩენდა და „ღამურებზე“ ორჯერ მეტ ანაზღაურებასაც სთავაზობდა, თუმცა „ელ მატადორმა“ ლა ლიგაში თამაში ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა. კავანიმ „წითელი ეშმაკების“ მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უგოლო ფრე ფლორენციაში - ხვიჩამ მოედანზე 1 საათი გაატარა
უგოლო ფრე ფლორენციაში - ხვიჩამ მოედანზე 1 საათი გაატარა