კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

“სპალეტის ეს არ უნდა“ - ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი რონალდუს ტრანსფერზე

„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა აგოსტინელმა რონალდუს ნეაპოლურ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

იტალიელმა ახსნა, თუ რატომ არ სჭირდება და არ უნდა სპალეტის ზემოხსენებული ტრანსფერი.

„მინდა მოვისმინო სპალეტის აზრი იმის შესახებ, იქნებოდა, თუ არა სწორი რონალდუს კარგად შეკრულ გუნდში დამატება.

ზოგიერთ მოთამაშეს უკვე დაეწყო ვარდნა. რონალდუმ შეიძლება გოლები გაიტანოს, მაგრამ თავის თავზე თამაშობს. რატომ უნდა შეუქმნა საკუთარ თავს პრობლემა?

თუ პორტუგალიელი მოვა, მას მუდმივად მოუწევს თამაში. და დარწმუნებული ვარ, რომ სპალეტის ეს არ უნდა.

თუ 100 მილიონ ევროს მოგცემენ, ფეხბურთელი უნდა გაყიდო. მაგრამ არ არის აუცილებელი მის ნაცვლად კრიშტიანუ რონალდუ იყიდო“.

- განაცხადა აგოსტინელმა tuttomercatoweb-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „იუნაიტედს“ რონალდუ-ოსიმენის ბარტერის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო მოითხოვა. გარდა ამისა, კრიშტიანუს ხელფასი ინგლისელებმა უნდა გადაუხადონ. ყველა ხვდება, რომ არარეალური მოთხოვნებია, რაც „მანკუნიანელთა“ თავიდან მოშორების მიზნით ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ქართველი ლიონელ მესი“ - Liverpool.Com კვარაცხელიაზე წერს
“ქართველი ლიონელ მესი“ - Liverpool.Com კვარაცხელიაზე წერს