9 ივლისის სატრანსფერო ზონა
Aa
Aa

9 ივლისის სატრანსფერო ზონა

The Independent-ის ცნობით, „მანჩესტერი იუნაიტედმა“ ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებები დაიწყო.

მოგეხსენებათ, რომ კოლუმბიელმა ფეხბურთელმა გუშინ განაცხადა, რომ მადრიდის დატოვება უახლოეს 48 საათში სურს.

„იუნაიტედმა“ ალვარო მორატასთან მოლაპარაკებები დროებით შეწყვიტა და ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით „მანკუნიანელები“ ხამესზე გადაერთვნენ.

*** 

ლონდონის „არსენალმა“ ალექსის სანჩესს ფასი დაადო. „მეთოფეები“ თავიანთ ლიდერს 80 მილიონ ფუნტად შეელევიან.

ჩილელი ფეხბურთელის მთავარი მსურველი „მანჩესტერ სიტი“ გახლავთ. „ქალაქელებს“ ალექსისის შეძენა 50 მილიონად სურდათ, თუმცა როგორც ხედავთ თანხა საგრძნობლად გაიზარდა.

სანჩესი „არსენალში“ დარჩენას აღარ აპირებს. თავად გუნდი კი ცდილობს, რომ მისი გაშვებით მაქსიმალური სარგებელი ნახოს.

*** 

Goal-ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსმა“ დუგლას კოშტასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ბრაზლიელი ფეხბურთელის ყოველწლიური გასამრჯელო 6 მილიონი იქნება.

თავდაპირველად, ტურინელებს 10 მილიონის სანაცვლოდ, კოშტას არენდით აყვანა სურდათ. ამის შემდეგ კი, 30 მილიონად გამოსყიდვის უფლების მიღება უნდოდათ.

ტრანსფერის დასრულება უახლოეს დღეებში იგეგმება, რათა ბრაზილიელმა შეძლოს და გუნდს ამერიკულ ტურნეზე გაჰყვეს.

***  

ვიგოს „სელტას“, „დორტმუნდის“ თურქი გარემარბის ემრე მორის გადაბირება სურს.

აქამდე, თინეიჯერი ფეხბურთელის მთავარ მსურველად „ლივერპული“ ითვლებოდა.

ბრძოლაში მესამე გუნდიც ჩაება. თურქულმა „ფენერბახჩემ“ ემრე მორის არენდით აყვანის სურვილი გამოთქვა.

***   

ფრანგულ „პსჟ“-ს ფელიპე კოუტინიოს შეძენა სურს.

ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერი პარიზელთა სათადარიგო გეგმაა. თუ, ისინი მბაპეს გადმობირებას ვერ მოახერბენ, მაშინ მზად არიან, რომ კოუტინიოს სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღონ.

„ლივერპული“ კი თავისი ათიანის დათმობას, მხოლოდ 100 მილიონის სანაცვლოდ აპირებს.

*** 

მადრიდული AS-ის ცნობით, კრიშტიანო რონალდუმ გადაწყვეტილება მიიღო და ის "რეალში" რჩება.

 შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუნდის დატოვება იმის შემდეგ გადაწყვიტა, როცა, მას საგადასახადომ 15 მილიონის დამალვაში დასდო ბრალი. კრიშტიანოს, მის მიმართ გუნდის პოზიცია არ მოეწონა და წასვლით დაიმუქრა.

 როგორც ჩანს, პრობლემა მოგვარებულია და 7-ანი გუნდში რჩება.

*** 

 მადრიდული AS, ფრანგულ L'Equipe-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა მარკო ვერატიმ მაინც დატოვოს პარიზი.

იტალიელი ფეხბურთელის ბოლოს გავრცელებული ვიდეო მიმართვა, უბრალოდ ზრდილობიანი ჟესტი იყო გუნდის მიმართ და მან, ამით დაძაბულობა განმუხტა.

როგორც ფრანგული გაზეთი იუწყება "პსჟ" მზადაა, რომ საკუთარ მოთამაშეს 70-100 მილიონის ფარგლები შეელიოს და ვერატი "ბარსელონაში" გაუშვას.

*** 

L’Equipe-ის ცნობით, დანი ალვეშის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.

ფრანგული „პსჟ“ მარათონში ჩაება და ვეტერანი ბრაზილიელის ხელში ჩაგდებას შეეცდება.

პარიზელები, ალვეშთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომელიც წინ მიიწევს და შესაძლოა მალე დასრულდეს კიდეც.

მსგავსი სიახლეები