რატი ანდრონიკაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად: რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ევროპაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა, რატი ანდრონიკაშვილმა „კრეიტონ ბლუჯეისი“ დატოვა და კარიერას ევროპაში გააგრძელებს. ამის შესახებ ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

კრეიტონის საიტზე წერია, რომ ცოტა ხნის წინ, 21 წლის კალათბურთელმა კლუბის ხელმძღვანელებს აცნობა, რომ სანაკრებო შეკრებიდან აშშ-ში აღარ დაბრუნდებოდა და თავისი ძალების ევროპაში მოსინჯვა გადაწყვიტა.

„ძალიან ვაფასებთ რატის წვლილს ჩვენს გუნდში და მას პროფესიულ კარიერაში სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რატი ანდრონიკაშვილი კრეიტონში 2020 წელს გადვიდა, თუმცა პირველი სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა. 2021/22 წლების სეზონში კი ახალგაზრდა კალათბურთელმა კლუბის შემადგენლობაში საშუალოდ თამაშში 1.8 ქულას და 1.1 პასს აგროვებდა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს 21 წლის კალათბურთელი კარიერას. ეს სავარაუდოდ ევრობასკეტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ანდრონიკაშვილი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად საბერძნეთში იმყოფება და აკროპოლისის თასზე იღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიას ზუროსი აკროპოლისის თასზე: „შედეგი უმნიშვნელოა, მთავარია მოვუმატოთ"
ილიას ზუროსი აკროპოლისის თასზე: „შედეგი უმნიშვნელოა, მთავარია მოვუმატოთ"