კონფლიქტი პსჟ-ში - მბაპეს სურს, რომ გუნდმა მასზე ითამაშოს
Aa
Aa

კონფლიქტი პსჟ-ში - მბაპეს სურს, რომ გუნდმა მასზე ითამაშოს

კილიან მბაპეს თანაგუნდელებთან რთული ურთიერთობა აქვს და ვითარება დღითიდღე უარესობისკენ მიდის.

TNT Sports-ის ცნობით, როდესაც ფრანგი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დათანხმდა, მას დაპირდნენ, რომ გუნდი მასზე ითამაშებდა და კილიანი ლიდერის როლს მოირგებდა. გუნდმა ეს ცუდად მიიღო და ამჟამად მბაპე თავს გარიყულად გრძნობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიგა 1-ის მე-2 ტურის შეხვედრაში „მონპელიეს“ წინააღმდეგ პირველი ნახევრის შემდეგ (5:2), მბაპეს გუნდელებთან დაძაბული საუბარი ჰქონდა, რაშიც სამწვრთნელო შტაბის წევრებს ჩარევა მოუწიათ.

კილიანი აგრძელებს მტკიცებას, რომ ის უნდა იყოს PSG-ს მთავარი ვარსკვლავი, მან უნდა დაასრულოს საგოლე შეტევები და ნაკლებად იმუშაოს უბურთოდ თამაშისას.

უკვე ცნობილია, რომ მბაპეს კონფლიქტი ნეიმართანაც ჰქონდა. საქმე პენალტის შესრულებას ეხება. ახალი სეზონიდან 23 წლის ფრანგი გუნდში თერთმეტმეტრიანის მთავარი შემსრულებელი გახდა, რაც გუნდელებს არ მოეწონათ. თუმცა Le Parisien-ის ცნობით, ზემოხსენებული კონფლიქტი სერხიო რამოსის მეშვეობით მოგვარებულ იქნა, თუმცა რა მოხდება გუნდში მბაპეს როლთან დაკავშირებულ პრობლემაზე, ეს ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კავანი და მამარდაშვილი ერთად? - ურუგვაელი ვალენსიაში გადასვლასთან ახლოსაა
კავანი და მამარდაშვილი ერთად? - ურუგვაელი ვალენსიაში გადასვლასთან ახლოსაა