მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი, კაზემირო
Aa
Aa

ესპანური მედია: კაზემირო მანჩესტერში არ გადავა

გუშინ, ესპანურმა MARCA-მ დაწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მადრიდში იმყოფებოდა. მიზანი კი კაზემიროს ტრანსფერი იყო. „წითელ ეშმაკებს“ ბრაზილიელი ნახევარმცველის დამატება სურდათ, რადგან თვლიან, რომ პოგბას და მატიჩის წასვლის შემდეგ, გუნდს ნახევარდაცვაში პრობლემები აქვს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. თავდაპირველად დაიწერა, რომ „რეალი“ კატეგორიული წინააღმდეგი იყო. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად კაზემირო შესაძლო ტრანსფერს განიხილავდა.

დღეს კი, ესპანური გამოცემა COPE-ს ჟურნალისტმა მელხორ რუისმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. რუისის თქმით, მას აქვს „ბლანკოსის“ გარემოცვის სანდო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კაზემირო მადრიდული გრანდის დატოვებას არ აპირებს და გულშემატკივრები მშვიდად უნდა იყონ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სხვა პოზიციების გაძლიერებასაც გეგმავს. საუბარი სერჟინიო დესტზე და რაულ დე ტომასზეა, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნულ ტრანსფერებთან დაკავშირებით პროგრესი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ კაზემირო მადრიდის „რეალის“ პირველ გუნდში 2013 წლიდან გამოდის, თუმცა 1 სეზონით „პორტუში“ იყო განათხოვრებული. ჯამში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 336-ჯერ მოირგო, 31 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიმ ახალი ვარსკვლავი იპოვა“ - Corriere della Sera ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს
„ნაპოლიმ ახალი ვარსკვლავი იპოვა“ - Corriere della Sera ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს