ბენჟამინ მენდი
Aa
Aa

სექსუალური ძალადობა თამაშად აქციეს - მენდის სასამართლო პროცესის დეტალები

ბრიტანეთში ბენჟამინ მენდის სასამართლო პროცესი დაიწყო. „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელს 10 ბრალდება აქვს წაყენებული, რომელთა შორის გაუპატიურების 8 ფაქტი, გაუპატიურების მცდელობის 1 ფაქტი და სექსუალური ძალადობის 1 ფაქტია.

„ამ საქმეს ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს. ეს ძველი ისტორიის მორიგი თავია, რომელშიც მამაკაცები აუპატიურებენ და სექსუალურ ძალადობას ახორციელებენ ქალებზე, რადგან ჰგონიათ, რომ ისინი ძლიერები არიან და თვლიან, რომ ეს ყველაფერი გაუვათ.

მენდიმ და მისმა დამხმარეებმა კარგად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. მათ ქალბატონებთან ინტიმური კავშირის ქონის სურვილი თამაშად აქციეს და მზად იყვნენ, ზღვარი ისევ და ისევ გადაეკვეთათ. მათთვის ქალბატონები ერთჯერადი ნივთები იყვნენ, რომლებსაც ინტიმური კავშირისთვის იყენებდნენ და შემდეგ აგდებდნენ. მენდის სახლი დანაშაულის ადგილია. იქ მისულ ქალბატონებს მობილურ ტელეფონებს ართმევდნენ და რამდენიმე მომჩივანმა განაცხადა, რომ ისინი ჩაკეტილ ოთახებში შეიყვანეს“, - განაცხადა პროკურორმა, ტიმოტი კრეიმ.

შეგახსენებთ, რომ მენდი „სიტის“ ღირსებას 2017-18 წლების სეზონიდან იცავს. „ქალაქელთა“ რიგებში მან 75 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა. მენდი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ყველაფერს გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დღის მწვრთნელი - არველაძის აღიარება ჩემპიონშიფში
დღის მწვრთნელი - არველაძის აღიარება ჩემპიონშიფში