27-კაციანი სია - ლოჩოშვილი კრემონეზეს ფლორენციაში გაჰყვა
იტალიის სერია ა-ს 2022-23 წლების სეზონის პირველ ტურში ''კრემონეზე'' სტუმრად ფლორენციის ''ფიორენტინას'' შეხვდება. ''კრემონეზეს'' მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ფლორენციაში 27 ფეხბურთელი წაიყვანა, მათ შორისაა გუნდის ახალწვეული, ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი.
სავარაუდოდ, ქართველ ფეხბურთელს სასტარტოში ვერ ვიხილავთ, თუმცა გარემოსთან ადაპტირების კუთხით გუნდთან ერთად ფლორენციაში გამგზავრება მნიშვნელოვანი მომენტია.
''ფიორენტინა'' - ''კრემონეზეს'' შეხვედრა 14 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება.
Mister #Alvini ha convocato 2️⃣7️⃣ grigiorossi per #FiorentinaCremonese ????➡️ https://t.co/e4VNBwLba8#SolAmAi #ForzaGrigiorossi #DaiCremo #SerieATIM pic.twitter.com/eQtazmnK74
— U.S. Cremonese (@USCremonese) August 13, 2022
შეგახსენებთ, რომ „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტის, დიტმარ რიგლერის მიხედვით, ლუკას ტრანსფერზე ორი კლუბი აქტიურობდა: „ვერონა“ და „კრემონეზე“. ფინანსური კუთხით ორივე კლუბის მხრიდან მსგავსი წინადადებები იყო და არჩევანი ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა.
„კრემონეზე“ ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1.6 მილიონ ევროს გადაიხდის. თანხის ოდენობით, ლუკას ტრანსფერი „ვოლფსბერგერის“ ისტორიაში მეორე ადგილზეა. ლოჩოშვილი ავსტრიულ კლუბს 2020 წელს, თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა და „ვოლფსბერგერის“ მაისურით 71 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.