ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

,,ეს იმაზე მეტია, ვიდრე ვიმედოვნებდი`` - ზივზივაძემ გოლების სერიაზე ისაუბრა

''მოლ ფეჰერვარის'' ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაშია, მიმდინარე სეზონის კონფერენს ლიგასა და უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მეექვსე შეხვედრა მოლდოვურ ''პეტროკუბთან'' ჩაატარა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

ზივზივაძე უნგრულ გამოცემას, Nemzetisport-ს ესაუბრა:

''ექვსი გოლი ექვს მატჩში, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ვიმედოვნებდი. ბოლო რამდენიმე კვირა ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებულად ხშირად გამოსვლა დავიმსახურე. საიდუმლო არაა, რომ მსურს კარგი თამაში ''ფერენცვაროშთან'' შეხვედრაში გავაგრძელო. ეს დიდი მატჩია, ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

რაც შეეხება''კიოლნთან'' თამაშს, ჩვენ არ ვართ ფავორიტები მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატის, ბუნდესლიგის წარმომადგენელთან. ფეხბურთში ყველაფერი მინდორზე წყდება და არა ფურცელზე. შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. ''ფერენცვაროშთან'' და ''კიოლნთან'' მატჩებს ყველა ფეხბურთელი მოუთმენლად ველოდებით. ჩემი მიზანია ''ფერენცვაროშსა'' და ''კიოლნს'' გავუტანო''.

უნგრეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ''მოლ ფეჰერვარი'' მოქმედ ჩემპიონ ''ფერენცვაროშს'' ესტუმრება (14 აგვისტო), შემდეგ კი UEFA-ს კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში ''კიოლნს'' დაუპირისპირდება. პირველი მატჩი გერმანიაში 18 აგვისტოს გაიმართება. საპასუხო შეხვედრა 25 აგვისტოს ''მოლ ფეჰერვარის'' საშინაო არენაზე შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: „კვარაცხელიამ ნეაპოლში ყველას თავი შეაყვარა“
Gazzetta: „კვარაცხელიამ ნეაპოლში ყველას თავი შეაყვარა“