ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Mondosportivo ხვიჩაზე: სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის მთავარი აღმოჩენა იქნება

ხვალიდან, იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი დაიწყება. ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი იქნება. ქართველი ფეხბურთელის „ნაპოლი“ პირველ შეხვედრას 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

21 წლის ფეხბურთელის დებიუტს მოუთმენლად ელიან იტალიაშიც. ხვიჩამ „ნაპოლის“ წინასასეზონო შეკრებაზე გულშემატკივრებს თავი უკვე კარგად დაამახსოვრა და ახლა უკვე ოფიციალური მატჩების ჯერია. როგორც საქართველოში, ისე იტალიაში ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ ლიდერი იქნება და კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ერთ-ერთმა იტალიურმა სააგენტომ მას 2022/23 წლების სეზონის მთავარი აღმოჩენაც უწოდა.

Mondosportivo საკუთარ საიტზე ხვიჩას ძლიერ მხარეებს განიხილავს და ქართველ ფეხბურთელზე პატარა დოსიესაც გვთავაზობს.

სახელი: ხვიჩა კვარაცხელია

ეროვნება: საქართველო

ასაკი: 21

სიმაღლე: 183 სმ

ეროვნული ნაკრები: კი

ფეხი: ორივე

მთავარი პოზიცია: მარცხენა გარემარბი

დამატებითი პოზიციები: მარჯვენა გარემარბი, მეორე თავდამსხმელი

ღირებულება: 15 მილიონი

რატომ უნდა იყიდოთ: არის არაპროგნოზირებადი და აქვს გოლის ალღო

რატომ არ უნდა იყიდოთ: ექსკლუზიური გამოცდილება საქართველოს ჩემპიონატში

ჩვენი შეფასება (1დან 5-მდე): 3

მახასიათებლები:

თავდამსხმელი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს შეტევის მარცხენა ნაწილს. არის მაღალი, მაგრამ არამსუბუქი: ის თავის ნიშნებს კარგად იყენებს. აღჭურვილია შესანიშნავი ინდივიდუალური ტექნიკით და ყოველთვის ცდილობს მოწინააღმდეგეების დრიბლინგებით ჩამოცილებას. აქვს აკრობატული მოძრაობები და სისწრაფის ხარჯზე კარგად იქმნის დასარტყმელ სივრცეს, ან ეპიზოდს თანაგუნდელებს ასრულებინებს. მისთვის კარგად არის ცნობილი გოლის გემო.

შეგვიძლია ამ წარმოსახვას ვენდოთ?

აბსოლუტურად. კვარაცხელიას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს როგორც იტალიაში, ისე ბევრად უფრო მაღალი ტონის ჩემპიონატებშიც, ვიდრე მას აქამდე უთამაშია. მას შეუძლია, რომ მწვრთნელების ფანტაზიის რამდენიმე მიმართულებას მოერგოს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ 6 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარაცხელია სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“
ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარაცხელია სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“