ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa
11 აგვისტო 2022  |  00:06

ძალიან ბედნიერი ვარ! - ლოჩოშვილის პირველი კომენტარი სერია A-ში გადასვლის შემდეგ

იტალიის სერია A-ს კლუბ „კემონეზეში“ გადასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა პირველი კომენტარი საკუთარ Instagram-გვერდზე გააკეთა.

რას წერს ლოჩოშვილი:

ძალიან ბედნიერი და ამავდროულად მადლიერი ვარ, რომ ასეთ დიდ კლუბში და ერთ-ერთ უდიდეს ლიგაში მომიწევს თამაში, Forza Cremo!

ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც ამ გარიგებისთვის ძალიან ბევრი იშრომა.

ქართველმა ფეხბურთელმა „კრემონეზეში“ სამედიცინო შემოწმება დღეს დილით გაიარა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილის ყოფილი კლუბის, „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის სერია A-ორი გუნდი - „ვერონა“ და კრემონეზე“ იბრძოდნენ. ორივე მხარის შეთავაზება თითქმის იდენტური იყო, საბოლოო არჩევანი კი ლოჩოშვილმა გააკეთა. „კრემონეზეს“ ქართველი მცველის ტრანსფერი 1.6 მილიონი ევრო დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და „ვოლფსბერგერში“ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა. ავსტრიული გუნდის შემადგენლობაში მან 71 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

View this post on Instagram

A post shared by Luka Lochoshvili (@lukaloch)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები