საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
ემოციები და ცრემლები
ემოციები და ცრემლები
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
რეალმა მბაპე გამორიცხა
რეალმა მბაპე გამორიცხა
კარიერის 5 წელი დავკარგე
კარიერის 5 წელი დავკარგე
კანავარო იტალიში დაბრუნდა
კანავარო იტალიში დაბრუნდა
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ტურის საუკეთესო სეივი
ტურის საუკეთესო სეივი
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
მორიგი კონფლიქტი
მორიგი კონფლიქტი
„დააბრუნეთ სუარესი“
„დააბრუნეთ სუარესი“
სასჯელი რუსეთს
სასჯელი რუსეთს
სული გაყიდა
სული გაყიდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
ისევ 28-ნომრიანი მაისური - ვალენსიამ მომდევნო სეზონისთვის ფეხბურთელთა ნომრები დაასახელა
Aa Aa
10 აგვისტო 2022  |  17:00

ისევ 28-ნომრიანი მაისური - ვალენსიამ მომდევნო სეზონისთვის ფეხბურთელთა ნომრები დაასახელა

„ვალენსიამ“ ფეხბურთელთა ნომრები დაასახელა, რომლებითაც ისინი ლა ლიგის მომდევნო სეზონში იასპარეზებენ. „ღამურების“ ქართველ კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს ცვლილებები არ შეეხო და 2022-23 წლების გათამაშებაშიც 28-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

Cadena Ser-ის მიხედვით, „მამარდა“ კვლავ სარეზერვო გუნდში იქნება დარეგისტრირებული და 28-ნომრიანი მაისური ამის დასტურია. ლა ლიგის წესების მიხედვით, ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს 1-დან 25-მდე ნომრები უნდა ჰქონდეთ და ქართველი მათ შორის არაა, თუმცა ეს პრობლემა არ გახლავთ.

გიორგი „ჩეს“ მთავარი მეკარე იქნება და ჯენარო გატუზოს მისი იმედი აქვს. ესპანეთის ჩემპიონატის რეგულაციებით, კლუბებს შეუძლიათ, სარეზერვო გუნდებში დარეგისტრირებული 4-4 ფეხბურთელი გამოიყენონ, მაგრამ აუცილებელია, მოედანზე ძირითადი გუნდის მინიმუმ 7 მოთამაშე იყოს. ასე რომ, ეს ფაქტი მამარდაშვილის სათამაშო დროს არ შეამცირებს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
10 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
10 აგვისტოს სატრანსფერო ზონა