ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარაცხელია სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“

„ლაციოს“, „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეა აგოსტინელიმ, რომელიც „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელიც გახლდათ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი სიტყვები NapoliMagazine-მა გაავრცელა და აგოსტინელის თქმით, ახალ სეზონში „კვარა“ ლუჩანო სპალეტის იარაღი იქნება.

„ქართველი ფეხბურთელი სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. მართალია, ახლა აგვისტოა და დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ვთვლი, რომ კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საინტერესო და პერსპექტიული მოთამაშეა. თუ მან ისე განაგრძო, როგორც აქამდე თამაშობდა, დარწმუნებული ვარ, სპალეტის კიდევ ერთი იარაღი იქნება“.

ცნობისთვის, „კვარას“ შესახებ დღეს ცნობილმა გამოცემამ, The Athletic-მა დაწერა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი „ნიუკასლის“ გარემარბს, ალან სენ-მაქსიმენს აგონებს. ხვიჩას შესახებ Il Giornale-იც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიელმა კომენტატორებმა კონკურსი გამოაცხადეს, რათა „კვარას“ მარტივი მეტსახელი მოუფიქრონ, თორემ მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა ურთულესია.

ცნობისთვის, ხვიჩას „ნაპოლიმ“ ბოლო ამხანაგური შეხვედრა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართა და მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. „კვარა“ ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა და მოედანზე 70 წუთი გაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია, თუ ოსიმენი? ვინ უნდა დაარტყას პენალტი - იტალიური სააგენტოს ანალიზი
კვარაცხელია, თუ ოსიმენი? ვინ უნდა დაარტყას პენალტი - იტალიური სააგენტოს ანალიზი