ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ბარსამ ბერნარდუს შეატყობინა რომ ტრანსფერს გაჩარხავს - რა ხდება სილვას გარშემო

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, ბერნარდუ სილვა იმედს არ კარგავს, რომ „ბარსელონაში“ გადავა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პორტუგალიელ ნახევარმცველს სჯერა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ადგილსამყოფელს შეიცვლის და „კამპ ნოუზე“ აღმოჩნდება.

27 წლის ნახევარმცველი უკმაყოფილოა, „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებისას პროგრესი რომ არ იქნა მიღწეული და მოვლენების განვითარებას ელოდება. ბერნარდუს გარემოცვის მიხედვით, „სიტის“ ფეხბურთელი შიშობს, იგივე არ მოხდეს, რაც შარშან და არ აპირებს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაელოდოს.

Mundo Deportivo-ს მიხედვით, ამ ეტაპზე კლუბებს შორის ყველაფერი ისეა, როგორც ორი თვის წინ იყო. „ქალაქელები“ მზად არიან, პორტუგალიელი ფეხბურთელი გაყიდონ, მაგრამ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღიათ. Sport-ის ცნობით, „ბარსელონამ“ სილვა დაარწმუნა, რომ ტრანსფერს აუცილებლად გაჩარხავს, ბერნარდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში კი თვლის, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ „ბარსას“ ფრენკი დე იონგი დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დინამო მოსკოვის ნახევარდაცვის ნათელი წარმომადგენელი“ - Championat.com-მა გაგნიძე გამოარჩია
„დინამო მოსკოვის ნახევარდაცვის ნათელი წარმომადგენელი“ - Championat.com-მა გაგნიძე გამოარჩია