„მიხარია, ამ საოცარ კლუბში რომ ვრჩები" - ასპილიკუეტამ ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
Aa
Aa

„მიხარია, ამ საოცარ კლუბში რომ ვრჩები" - ასპილიკუეტამ ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა, სეზარ ასპილიკუეტამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბოლო პერიოდში ესპანელი მცველის „ბარსელონაში“ წასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა, მაგრამ „არისტოკრატებმა“ მიზანს მიაღწიეს და ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნეს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩელსისთან კონტრაქტი რომ გავახანგრძლივე. ეს ჩემი სახლია. თითქმის 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი და უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ. მოხარული ვარ იმ ახალი პროექტის გამო, რომელიც შემუშავებული გვაქვს.

მინდა, მფლობელებს მადლობა გადავუხადო, ამ საოცარ კლუბში, ჩემი მოგზაურობის გაგრძელების საშუალება რომ მომცეს და ამის გაკეთებას მოუთმენლად ველი. ძალიან ამაყი კაპიტანი ვარ და იმედი მაქვს, ერთად ბევრი კარგი სამახსოვრო მომენტი გვექნება“, - განაცხადა ასპიმ.

სხვათა შორის, „ჩელსის“ სატრანსფერო ბაზარზე საქმიანობა ამით არ დაუსრულებია. უცხოური გამოცემები ირწმუნებიან, რომ „არისტოკრატები“ მინიმუმ 2 ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავენ და „ლურჯების“ ინტერესის სფეროში ვესლი ფოფანა და ფრენკი დე იონგი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერბული პრესა: „ცრვენა ზვეზდა აზაროვის სანაცვლოდ 300 000 ევროს გადაიხდის“
სერბული პრესა: „ცრვენა ზვეზდა აზაროვის სანაცვლოდ 300 000 ევროს გადაიხდის“