ლივერპული, მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი, ხულიან ალვარესი
Aa
Aa

სუპერ თასი მოიგო - ლივერპულმა მანჩესტერ სიტი დაამარცხა

დასრულდა 2022 წლის ინგლისის სუპერ თასი, სადაც მორიგი ტიტულისთვის „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ იბრძოდნენ. შეგახსენებთ, რომ „ქალაქელების“ რიგებში დებიუტი ჰქონდათ ერლინგ ჰოლანდს და ხულიან ალვარესს, თუმცა მათი პირველი ინგლისური წარმატება არ გამოვიდა. მერსისაიდულმა გრანდმა მძიმე ბრძოლაში 3:1 მოიგო.

სათამაშო უპირატესობას „მანჩესტერ სიტი“ ფლობდა. არ არის გასაკვირი, რომ „ქალაქელები“ ბურთის ფლობაშიც უკეთესები იყვნენ, თუმცა ანგარიში 21-ე წუთზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა გახსნა. ამის შემდეგ გუარდიოლას შეგირდები უფრო გააქტიურდნენ. ანგარიშის გათანაბრების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა ჰოლანდს, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში „სიტიმ“ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ უპირატესობა „ლივერპულის“ მხარეს იყო. 70-ე წუთზე თავი დებიუტანტმა ალვარესმა გამოიჩინა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ დამატებითი ტაიმები დაინიშნებოდა, მაგრამ „ქალაქელების“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სალაჰმა ზუსტად შეასრულა.

საბოლოო ანგარიში შეხვედრის 93-ე წუთზე ასევე დებიუტანტმა დარვინ ნუნიესმა დააფიქსირა. ურუგვაელის გასროლა და 3:1 ! "ლივერპული" სუპერ თასის გამარჯვებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელობიდან კლიმატის ცვლილების ჯადოქრობამდე - რას აკეთებს ფლამინი დღეს?
ფეხბურთელობიდან კლიმატის ცვლილების ჯადოქრობამდე - რას აკეთებს ფლამინი დღეს?