ედენ აზარი
Aa
Aa

აზარი: „რეალის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ"

მადრიდის „რეალის“ ბელგიელმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. აზარმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და მზადაა, „სამეფო კლუბში“ წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს.

„ჩემს კარიერაში ტრავმები სიახლე იყო. მომიწია, გამეთავისებინა სხვადასხვა რაღაც როგორ გამეკეთებინა, გამეგო, ჩემი ორგანიზმი როგორ მუშაობს, ფიზიოთერაპევტთან მეტი დრო გამეტარებინა და ა.შ. ეს მარტივი არაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა წარმოდგენა არ გაქვს, ტრავმა რატომ მიიღე. ჩელსიში ყოფნისას სულ ჯანმრთელი ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ ისეთი პერიოდი არ მქონია, როგორიც რეალში ეს სამი წელიწადი იყო. ვიცოდი, რომ ჩემს ორგანიზმს რაღაც სჭირდა და ოპერაციის გაკეთება ზუსტად ამიტომ მოვითხოვე. ახლა ჯანმრთელი ვარ და შემიძლია, მოედანზე ყველაფერი გავაკეთო, რასაც მოვისურვებ. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ფორმაში კიდევ 2-3 წლის განმავლობაში ვიქნები.

მახსოვს, ტრავმების შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი: „კარგი, ახლა თამაში შემიძლია და ტკივილს აღარ ვგრძნობ“. წინსვლა გვაქვს და რეალთან ერთად ახალი სეზონისთვის ვემზადებით. როცა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ჩემი თანაგუნდელების, ქომაგებისა და კლუბის გამო ბედნიერი ვიყავი, მაგრამ გონებაში ერთი აზრი მიტრიალებდა. კლუბის წარმატება მიხაროდა, მაგრამ ვფიქრობდი: „უნდა ვაჩვენო, რომ თამაში შემიძლია და გუნდს ჩემთან ერთად გამარჯვებების მოპოვება შეუძლია“. ყველაფერს გავაკეთებ, რათა რეალში წარმატებას მივაღწიო“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში აზარი მინდორზე 23-ჯერ გამოჩნდა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გატუზო, ახალი კონტრაქტი და მიზნები - მამარდაშვილის ვრცელი ინტერვიუ
გატუზო, ახალი კონტრაქტი და მიზნები - მამარდაშვილის ვრცელი ინტერვიუ